გვერდი

Thursday, December 18, 2014

ჩრდილოეთი ამერიკა


ჩრდილოეთი ამერიკა
ფართობი 24 709 000 კმ2
მოსახლეობა 565,265,000 (2013)
მოს. სიმჭიდროვე 22,9/კმ2 (59.3/sq mi) [1]
მოს. შემადგენლობა ჩრდილოეთ ამერიკელები, ამერიკელები[2]
ქვეყნები 23 (ქვეყნების_სია)
ენები ინგლისური, ესპანური, ფრანგული, და სხვა
სასაათო სარტყელი UTC-10UTC
ჩრდილოეთი ამერიკა 
(ინგლ. North America, ფრანგ. Amérique du Nord, ესპ. América del Norte, Norteamérica, ნაუატ. Ixachitlān Mictlāmpa) — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.
2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა და ევროპის შემდეგ.
კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპის კონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მის ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ, საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.
კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.
კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM)[3].
ყველაზე გარცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ.ჩრდილოეთ ამერიკის რუკა, XVI საუკუნე
მიჩნეულია, რომ კონტინენტს სახელი ეწოდა იტალიელი მოგზაურის ამერიგო ვესპუჩის, გერმანელი კარტოგრაფების მარტინ ვალდზეემიულერისა და მათიას რინგმანის პატივსაცემად[4]. ამერიგო ვესპუჩიმ სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა 1497–1502 წლებში, იგი იყო პირველი ევროპელი მოგზაური, რომელმაც აღნიშნა რომ, ამერიკა – ეს არ იყო აღმოსავლეთ ინდოეთი, არამედ ეს იყო ჯერ კიდევ უცნობი ახალი კონტინენტი. 1507 წელს მარტინ ვალდზეემიულერმა შეადგინა მსოფლიოს რუკა, რომელზეც მან დაიტანა სახელწოდება „ამერიკა“[5].
მოგვიანებით ტერმინი „ამერიკა“ უფრო ფართოდ გავრცელდა და იმ დროს შექმნილ თითქმის ყველა რუკაზე იქნა დატანილი. 1538 წელს ცნობილმა გეოგრაფმა და კარტოგრაფმა მერკატორმა ტერმინი „ამერიკა“ გამოიყენა მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს აღსანიშნავად[6].
არსებობს მრავალი ჰიპოთეზა, თუ რატომ დაერქვა კონტინენტს „ამერიკა“. 1908 წელს ალფრედ ჰადმა წამოაყენა მოსაზრება, რომლის თანახმადაც კონტინენტს სახელი დაერქვა უელსელი ვაჭრის რიჩარდ ამერიკას პატივსაცემად, რომელმაც სავარაუდოდ დააფინანსა ჯონ კაბოტის ექსპედიცია, რომელიც 1497 წელს განხორციელდა და ამ ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს კუნძული ნიუფაუნდლენდი. კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, კონტინენტს სახელი ეწოდა ესპანელი მეზღვაურის — ამაირიკის პატივსაცემად. ასევე, ზოგიერთი ჰიპოთეზის თანახმად, ტერმინი „ამერიკა“ მომდინარეობს ინდიელთა ენებიდან.[6]

ისტორია

გეოლოგიური ისტორია

ლავრენტია წარმოადგენს უძველეს კრატონს, რომელზეც წარმოიშვა ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი. კონტინენტის ამ ნაწილმა ფორმა დაახლოებით 1,5-1 მილიარდი წლის წინ, პროტეროზოური ეონის დროს მიიღო.[7] კანადის ფარი კონტინენტის ძირითად გეოლოგიურ ნაწილს წარმოადგენს. პალეოზოური ერის ბოლო პერიოდიდან მეზოზოური ერის ადრეულ პერიოდამდე, მაშინ როდესაც არსებობდა სუპერკონტინენტი პანგეა, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია შეერთებული იყო დღეს არსებული კონტინენტების ტერიტორიასთან, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ევრაზიის ტერიტორია ესაზღვრებოდა. სუპერკონტინენტ პანგეას ფორმირების ერთ-ერთი შედეგია აპალაჩები, რომლის ფორმირება დაახლოებით 480 მლნ წლის წინ მოხდა. აპალაჩები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მთათა სისhttp://www.goldenbridge.co/myfiles/USAMAP.jpgტემაა. პანგეას დაშლის შემდეგ წარმოიშვა, ორი კონტინენტი ლავრაზია და გონდვანა. ლავრაზია მოიცავდა დღევანდელ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევრაზიის ტერიტორიებს, ისინი ერთმანეთს ცარცული პერიოდიდან გამოეყვნენ.[8] კლდოვანმა მთებმა და კონტინენტის დასავლეთით მდებარე სხვა მთათა სისტემებმა ფორმირება განიცადეს დაახლოებით 80-დან 55-მდე მილიონი წლის წინ, ლარამის ოროგენის პერიოდში. პანამის ყელის ფორმირება, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას აკავშირებს 3 მილიონი წლის წინ მოხდა.
ჩრდილოეთ ამერიკის გეოლოგიური ისტორიის შესახებ კაცობრიობამ, საკმაოდ ბევრი რამ იცის. გეოგრაფიული რაიონი, რომელიც დღეს აშშ-ის ტერიოტორიას მოიცავს დინოზავრების გავრცელების მთავარი არეალი იყო, სხვა ქვეყნების ტერიტორიებთან შედარებით. პალეონტოლოგ პიტერ დოდსონის აზრით, ეს განპირობებული იყო ამ ტერიტორიის სტრატიგრაფიით, კლიმატით, გეოგრაფიით, ადამიანური რესურსებითა და ისტორიით.

ძველი ისტორია

ანთროპოლოგებს აქვთ მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ და საიდან მოხვდნენ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ინდიელ ხალხს აქვთ მრავალი მითი იმის შესახებ, რომ ისინი დედამიწაზე მისი შექმნის დღიდან ცხოვრობენ. ასევე არსებობს ჰიპოთეზა, იმის შესახებ რომ, ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივი პირველი მცხოვრებლები დიდი გამყინვარების პერიოდში წამოვიდნენ აზიიდან, გადმოცურეს ბერინგის ყელი და აქ დასახლდნენ.
ევროპელებთან კონტაქტამდე, ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა დაყოფილი იყო მრავალ სახელწიფოდ, რამდენიმე ჯგუფის გაერთიანებიდან დაწყებული, დიდი იმპერიებით დამთავრებული. მათ გააჩნდათ საკუთარი კულტურა და ტრადიციები. ისინი ეჩვეოდნენ ბიოლოგიურ და გეოგრაფიულ ზონებს, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მისდევდნენ შესაბამის საქმიანობას, რომელიც ხელსაყრელი იყო გარემო პირობებთან, მაგ: დიდი დაბლობებზე მცხოვრები ხალხი, მონადირეობით ირჩენდა თავს. თანამედროვე მექსიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი კი, ფერმერობით ირჩენდა თავს. კონტინენტზე მცხოვრები ხალხი, ასევე დაყოფილი იყო ენობრივი კლასიფიკაციის მიხედვითაც. ერთ ენობრივ კლასში გაერთიანებული ხალხები, ყოველთვის არ იზიარებდნენ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს, ზოგ შემთხვევაში კი ერთმანეთთან კავშირიც არ ქონდათ. ანთროპოლოგები თვლიან, რომ ინუიტები აქ სხვა ხალხებზე შედარებით გვიან გადმოსახლდნენ, რასაც არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და პალეონტოლოგიური ფაქტები ადასტურებს.
ათასობით წლის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების კულტურა იცვლებოდა და იცვლიდა გავრცელების არეალს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი კონტინენტზე გავრცელებული კულტურა იყო კლოვისის კულტურა (თანამედროვე ნიუ-მექსიკოს კულტურა). ცოტა მოგვიანებით, კონტინენტზე გავრცელებული მისისიპის კულტურა, რომელიც დაკავშირებული იყო ყორღანულ კულტურასთან, მოიცავდა მისისიპის სანაპირო ზოლს. ასევე იყო პუებლოს კულტურა, ანასაზი, რომელიც მოიცავდა კოლორადოს, ნიუ-მექსიკოს, არიზონასა და იუტას შტატებს. ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, დღეს უკვე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ესენია: პომიდორი, ყაბაყი, სიმინდი და სხვა.
კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობაც, ასევე მრავალი კულტურა წარმოიშვა კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, თუნდაც მაიას დამწერლობა, მესოამერიკული პირამიდებისა და ტაძრების სამშენებლო სტილი, მაიას კალენდარი, ნულის კონცეფცია, რომელიც მესოპოტამიელ ხალხზე რამდენიმე ასეული წლით გვიან დაადგინეს.[9] მაიას ცივილიზაცია მოიცავდა მექსიკის სამხრეთ შტატებს, გვატემალას, ბელიზს, სალვადორსა და ჰონდურასის ნაწილს. მათი კულტურის განადგურება კონტინენტზე ევროპელი მოგზაურების გამოჩენიდან დაიწყო. მაიას ხალხები 1547 წელს ერნან კორტესმა დაიპყრო. [10]

შუა საუკუნეები

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ევროპელებმა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიის შესასწავლად დაიწყეს მოგზაურობა. მათ ამ ახლად აღმოჩენილ კონტინენტს უწოდეს „ახალი მსოფლიო“. ევროპელებმა კონტინენზე შეიტანეს სხვადასხვა დაავადებები, რომლებმაც მალე მილიონობით ადგილობრივის სიცოცხლე შეიწირა, რადგან ადგილობრივებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი ამ დაავადებების საწინააღმდეგოდ.[11] მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება გამოიწვია ასევე ევროპელებსა და ადგილობრივებს შორის წარმოშობილმა კონფლიქტებმა. კონტინენტზე არსებულმა კულტურებმა თანდათან ცვლილებები განიცადეს, ამ ბრძოლებმა გაანადგურა ათეულობით ტომი, მათი კულტურა და ენები. მრავალ კულტურას ევროპული კვალი დაეტყო.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ესპანეთი იბრძოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებისთვის, სამივე მათგანს კონტინენტზე გააჩნდათ საკუთარი კოლონიები. თუმცა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში მთელ კონტინენტზე დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. 13-მა ბრიტანულმა კოლონიამ, რომლებიც კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდნენ 1776 წელს ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და საკუთარი თავი დამოუკიდებლებად გამოაცხადეს. კანადა ჩამოყალიბდა კონტინენტის ჩრდილოეთ ტერიტორიებისგან, რომლებსაც საფრანგეთი და ესპანეთი აკონტროლებდნენ. ახალი ესპანეთმა, ტერიტორია, რომელიც თანამედროვე აშშ-ის სამხრეთ ნაწილსა და ცენტრალურ ამერიკას მოიცავდა, 1810 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გახდა პირველი მექსიკური იმპერია. 1823 წელს დამოუკიდებლად სცნო თავი, ასევე გვატემალის სამეფომ, ადმინისტრაციულმა ერთეულმა, რომელიც ცენტრალური ამერიკის პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

ჰავა

ჩრდილოეთ ამერიკა მდებარეობს თითქმის ყველა კლიმატურ სარტყელში, ეს ყველაფერი კი კონტინენტზე ჰავის დიდ ნაირგვარობას იწვევს. ჰავის ნაირგვარობას ასევე ხელს უწყობს ოკეანეები, თბილი და ცივი დინებები, რელიეფი (ჰუდსონის და მექსიკის ყურეები) და სხვა.
ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია რელიეფის თავისებურებანი. კორდილიერების მაღალი მთები წინ ეღობება წყნარი ოკეანიდან მონაბერ ჰაერის მასას, რის გამოც მთის კალთებზე და შიდა ვაკეებზე ჰაერის მასა სახეშეცვლილია და ნალექს ან მცირე რაოდენობით, ან სულ არ გამოყოფს. ატლანტის ოკეანის გავლენა ჰაერის მასებზე კი შედარებით დიდია, რადგან აპალაჩების მთები ვერ ქმნის სეროიზულ წინაღობას და ჰაერის მასები კორდილიერებამდე აღწევს. კონტინენტის შუა ნაწილში მდებარე ვაკეები კი ყინულოვანი ოკეანიდან მექსიკის ყურემდე ხელს უწყობს არქტიკული და ტროპიკული ჰაერის მასების თავისუფალ გადაადგილებას.
ჩრდილო

დემოგრაფია

ჩრდილოეთ ამერიკის მიწებზე არსებული კოლონიები და ქვეყნები 1750–2008 წლებში
სალაპარაკო ენები ამერიკის კონტინენტზე
მშობლიური ენები აშშ-ის, კანადისა და გრენლანდიის ტერიტორიებზე
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე გავრცელებული ენებია ინგლისური, ფრანგული და ესპანური. ტერმინი „ანგლო-ამერიკა“ გამოიყენება კონტინენტის, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელშიც მთავარი ენა ინგლისურია, მაგ: აშშ-ში, კანადაში (თუმცა კანადაში ინგლისურიც და ფრანგულიც ორივე სახელმწიფო ენაა), ბელიზსა და კარიბებში ნაწილობრივ. ლათინური ამერიკაში კი, რომელიც აშშ-ის სამხრეთ ნაწილსაც მოიცავს ძირითადი სალაპარაკო ენებია ესპანური და პორტუგალიური. ეს გამოწვევულია XIX საუკუნეში ამ ტერიტორიებზე არსებული ესპანური და პორტუგალიური კოლონიებით. ესპანური და პორტუგალიური ენები ასევე ძირითადი ენებია ლათინური ამერიკის დანარჩენ ქვეყნებში (გარდა ბელიზისა), ასევე კარიბების გარკვეულ ნაწილში, მექსიკაში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც (გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა და ფოლკლენდის კუნძულები).
ფრანგული ენა კონტინენტზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში. ფრანგული ენა კონტინენტზე არსებული საურთიერთობო ენებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. კანადა არის ორენოვანი ქვეყანა, ფრანგული ოფიციალური ენაა ინგლისურ ენასთან ერთად და მასზე კანადის პროვინცია კვებეკის მოსახლეობის 95% ლაპარაკობს. ინგლისურთან ერთად ფრანგულია მთავარი სალაპარაკო ენა პროვინცია ნიუ-ბრანსუიკში. ფრანგულად ლაპარაკობენ ონტარიოში (პროვინციაში ოფიციალური ენა ინგლისურია თუმცა დაახლოებით 600 000 ადამიანი ფრანგულად ლაპარაკობს), მანიტობაში (ფრანგულიც და ინგლისურიც ორივე ოფიციალური ენებია), სენ-პიერი და მიკელონში, ასევე აშშს შტატ ლუიზიანაში (სადაც ფრანგულიც ინგლისურიც ოფიციალური ენებია), კუნძულ ჰაიტზე (კუნძულზე ფრანგულთან ერთად ოფიციალური ენა ჰაიტიური კრეოლია).
ეკონომიკურად კონტინენტის ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყნებია აშშ, კანადა და მექსიკა, რომელიც სწრაფად მზარდი ინდუსტრიული ქვეყანაა, მან ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი განიცადა. ეკონომიკური განვითარების საშუალო დონე აქვთ ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებს, ესენია: ბარბადოსი, ტრინიდადი და ტობაგო და ანტიგუა და ბარბუდა, რომლებსაც მექსიკაზე მაღალი ეშპ მაშვენებელი აქვთ. პანამასა და კოსტა-რიკას უფრო მაღალი აგი და ეშპ მაშვენებელი აქვთ, ვიდრე ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს.[20]
კონტინენტის მოსახლეობა რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მრავაფეროვანია. ძირითადი რასობრივი ჯგუფებია ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები. შედარებით მცირერიცხოვანი რასობრივი ჯგუფებია ინდიელები და აზიელები.
ჩრდილოეთ ამერიკა მრავალფეროვანია სოციალური და კულტურული თვალსაზრისითაც. აშშ-ისა და კანადის კულტურაზე ბრიტანული გავლენა იგრძნობა XVII-XVIII საუკუნეებში აქ არსებული კოლონიების გამო. კონტინენტზე იგრძნობა ასევე ესპანური კულტურის კვალი, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ ნაწილებში. აქ მცხოვრებ ინდიელებს კი სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციები აქვთ. მათი კულტურა ფორმირდებოდა ჯერ კიდევ აქ არსებული მაიას ცივილიზაციის აყვავების პერიოდში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა კონტინენტის სამხრეთ ნაწილის კულტურა.
ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქები მონტერეი, ტიხუანა, სიუდად-ხუარესი და მეხიკალი ამერიკული კულტურის ძლიერ ზეგავლენას განიცდიან, მონტერეი უკვე ნამდვილ ამერიკულ ქალაქად გადაიქცა. «იმიგრაცია აშშ-ში» კანადიდან და მექსიკიდან ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი ცდილობს გადაკვეთოს აშშ-ის საზღვარი იმ იმედით, რომ იქ უფრო კარგ ცხოვრებას დაიწყებენ. ზოგი ამას ლეგალურად, ძირითადი ნაწილი კი არალეგალურად ცდილობს. ეს ყველაფერი რეგიონში აშშ-ის ეკონომიკურ სიძლიერეზე და იქ არსებულ სტაბილურ გარემოზე მეტყველებს.

No comments:

Post a Comment